Logo

საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხებთან დაკავშირებული რიგით მე-2 სემინარი

title

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში  საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხებთან დაკავშირებით რიგით მე-2 სემინარი გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ მიღწევებზე და გამოწვევებზე, რომელთა გადაჭრა პირდაპირ არის დაკავშირებული C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნებთან და სახელმწიფო პროგრამის წარმატებით განხორციელებასთან.  
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები. ასევე პროექტი FIND, სამედიცინო დაწესებულებები, ზიანის შემცირების ქსელი და დარგის წამყვანი სპეციალისტები