Logo

შეხვედრა საფრანგეთის დელეგაციასთან

title

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საფრანგეთის გავითარების სააგენტოსა (AFD) და Expertise France-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.  ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს სამამოვალო თანამშრომლობის საკითხები და ის ინიციატივა, რომელსაც ფრანგული სააგენტო საქართველოში განხორციელებას გეგმავს.

შეხვედრაზე ფრანგული მხარის წარმომადგენლების მიერ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის მენტალური ჯანმრთელობა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ავადობის თაობაზე ეპიდემიოლოგიური კვლევის განხორციელება.