Posted on:
01.05.2020
title
2020 წლის 26 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ვიზიტით ეწვია საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ბატონი ულრიკ ტიდესტრომი. ვიზიტის ფარგლებში ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ამირან გამყრელიძემ, წარმოადგინა დკსჯეცის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცია, ასევე განიხილა საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერით მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. თავის მხრივ, ბატონმა ტიდესტრომმა ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებულ პასუხს COVID-19 პანდემიაზე და მზაობა გამოთქვა, ხელი შეუწყოს შვედეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავებას. შეხვედრის შემდეგ ბატონმა ელჩმა დაათვალიერა ლუგარის ცენტრი