Logo

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისეროვნული ცენტრის დარბაზს რამაზ ურუშაძის სახელი მიენიჭა

title

დაავადებათა კონტროლისა და საზჯანდაცვისეროვნული ცენტრის დარბაზს რამაზ ურუშაძის სახელი მიენიჭა
2019 წლის 29 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა საქართველოში თანამედროვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ფუძემდებელის, ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის რამაზ ურუშაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. რამაზ ურუშაძის მიერ ქვეყნის  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის მოდერნიზებასა და დამოუკიდებელი საქართველოს ჯანმრთელობის სისტემის აღორძინებაში შეტანილი წვლილისთვის ცენტრის ერთ-ერთ დარბაზს ეწოდა მისი სახელი. ღონისძიებას ბატონი რამაზის ოჯახის წევრები, ახლო მეგობრები და კოლეგები დაესწრნენ. მათ გაიხსენეს ბატონი რამაზი და ისაუბრეს მის ღვაწლზე ჯანდაცვის სისტემაში.
სტუმრებმა ასევე, დაათვალიერეს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი.