Posted on:
06.08.2019
title
2019 წლის 6 აგვისტოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ტრენინგი ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის საკითხებში ექიმებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისათვის. ტრენინგს უძღვებოდა ზიად კაზი, ემორის უნივერსიტეტის ექიმი ტოქსიკოლოგი. ბატონი ზიადი ასევე გახლავთ ჯორჯიის შტატის ტოქსიკოლოგიური ცენტრის სამედიცინო დირექტორის ასისტენტი და ატლანტის გრეიდის მემორიალური საავადმყოფოს გარემოს და პროფესიული ტოქსიკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი. ზიად კაზის ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოს მთავრობასთან და აკადემიურ ინსტიტუტებთან. ამჟამად, იგი გახლავთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი ტყვიის საკითხებთან დაკავშირებით და აქტიურად მონაწილეობს ტყვიისადმი ექსპოზიციისა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შემცირების მულტისექტორული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.