Logo

შეხვედრა IOM-ის წარმომადგენლებთან 2021

title 2021 წლის 17 ნოემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე IOM-მა ქართულ მხარეს გააცნო COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უცხოელ მიგრანტთა ჰუმანიტარული და იურიდიული დახმარების პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობის შედეგები, რომელსაც  IOM აშშ მთავრობის დახმარებით ახორციელებს. ქართულმა მხარემ ისაუბრა ვაქცინაციის კამპანიის მიმდინარეობისა და სხვა აქტუალური საკითხების გარშემო. მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის ასპექტები ისეთი აქტივობების ერთობლივად დასაგეგმად, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობაში და მათ შორის - უცხოელ მიგრანტთა შორის ცოდნისა და ინფორმაციის გავრცელებას, ვაქცინაციის  ხელშეწყობას და სხვა მნიშნელოვანი შედეგების მიღწევას.