Logo

ვიზიტი ქ. გორში 15.04.2021

title 2021 წლის 15 აპრილს ქ.გორში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს მამუკა საღარეიშვილს, შიდა ქართლის გუბერნიაში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე COVID-19-ის მიმდინარე ეპიდსიტუაცია და ვაქცინაციის მიმდინარე საკითხები.

ცენტრის წამომადგენლებმა მოინახულეს გორის სამხედრო ჰოსპიტალი და კლინიკა გორმედი. ასევე, შეხვედნენ წითელი ჯვრის მოხალისეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ვიზიტის დასასრულს ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბატონი ამირან გამყრელიძის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.