2017 წლის 6 აპრილს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა იმ დაწესებულებების მონაწილეობით, რომელთაც აქვთ უკვე გენომის კვლევების გამოცდილება. შეხვედრაზე მოხდა აღნიშნული გამოცდილებისა და შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა, შემდგომი კოორდინირებული მუშაობის დაგეგმვა და მისი პრაქტიკაში განხორციელება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ლაბორატორიაში არსებობს გენომის კვლევის თანამედროვედ აღჭურვილი ცენტრი, რომელსაც გააჩნია სერიოზული პოტენციალი და გამოცდილება (აღჭურვილობა, ადამიანური რესურსი). გენომის ცენტრში წლების განმავლობაში ხორციელდება როგორც ბაქტერიული და ვირუსული პათოგენების, ასევე - ეუკარიოტული ორგანიზმების კვლევა ახალი თაობის სექვენირების გამოყენებით. ამ ეტაპზე ცენტრში დაგეგმილია ადამიანის გენომის კვლევის მიმართულების განვითარება ახალი თაობის სექვენირებაზე დაფუძნებული კლინიკური აპლიკაციების გამოყენებით, რაც ერთის მხრივ ახალი მიმართულებაა ცენტრისათვის, ხოლო მეორეს მხრივ - გარკვეული გამოცდილება უკვე დაგროვილია მთელ რიგ სამედიცინო დაწესებულებებში საქართველოში. გეგმის საბოლოო მიზანს წარმოადგენს გენომის პროექტის განვითარება ქვეყანაში და შესაბამისად, პერსონალიზირებული მედიცინის განვითარებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა.