Posted on:
4/5/2020
title
2020 წლის16 ივნისს ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) ინიცირებითა და ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ვებინარი თემაზე: საერთო კრიზისი და პერსპექტივები, რომელზეც წარმატებული გამოცდილება გააზიარა საქართველომ, ლატვიამ და ჩეხეთის რესპუბლიკამ.
ვებინარში მონაწილეობა მიიღეს: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა - პროფესორმა ამირან გამყრელიძემ; ლატვიის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა და ინფექციის კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - ბატონმა უგა დამპისმა და კემბრიჯის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამეტნის ასოცირებულმა პროფესორმა - ქალბატონმა ოლგა ლობლოვამ, რომელმაც ისაუბრა ჩეხეთის გამოცდილებაზე.
დისკუსიების დროს ხაზი გაესვა COVID-19 პანდემიის პირობებში ლუგარის ცენტრის როლს საქართველოში და კიდევ ერთხელ აღინიშნა ნეგატიური მედია-პროპაგანდის პერიოდული შეტევა ცენტრზე.