Logo

შეხვედრა რობერტ კოხის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან 20.09.2021

title საერთაშირისო პროექტის “შესაძლებლობები და ინფრასტრუქტურა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებისთვის - საინფორმაციო სისტემების გაძლიერება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისთვის (CATINCA)” ფარგლებში, 20 და 21 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ბერლინის (გერმანია) რობერტ კოხის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან დოქტორ ალექსანდრ რომელის ხელმძღვანელობით.

პროექტის ძირითადი მიზანია საინფორმაციო სისტემების განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, იმისთვის რომ მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასება. მოსახლეობის ჯანმრთელობის კომპოზიტური მაჩვენებლები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მონიტორინგისათვის მათი მზარდი მნიშვნელობის გამო, სულ უფრო მეტად ინტეგრირდება ჯანმრთელობის ეროვნულ და საერთაშორისო საინფორმაციო სისტემებში. ეს მოითხოვს სიკვდილიანობისა და ავადობის შესახებ ფრაგმენტული მონაცემების აგრეგირებას, რათა შეიქმნას საინფორმაციო სისტემები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ავადობის ტვირთის შეფასებისთვის საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე რეალური ზემოქმედების მიხედვით. პროექტი მიზნად ისახავს გააუმჯობესოს არსებული მონაცემთა ინფრასტრუქტურა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში მოსახლეობის ჯანმრთელობის კომპლექსური შეფასებით და წვლილი შეიტანოს ჯანმრთელობის პოლიტიკის თანამედროვე საინფორმაციო სისტემების შემუშავებაში. გერმანიასთან და ევროპელ პარტნიორებთან სამმხრივი გაცვლის გზით, სამიზნე რეგიონები ჩაერთვებიან მიმდინარე სამეცნიერო დისკუსიებსა და ცოდნის გადაცემაში. შემუშავდება სცენარები ქვეყნების თავისებურებების გათვალისწინებით და ჩამოყალიბდება საგზაო რუკები, რაც გამოავლენს მნიშვნელოვან საჭიროებებს ჯანმრთელობის თანამედროვე საინფორმაციო სისტემების დანერგვის მიზნით.