Posted on:
15.07.2021
title
2021 წლის 27 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა აშშ CDC რეგიონული ოფისისა და დკსჯეცის დირექტორატის შეხვედრა. ამერიკულმა მხარემ წარადგინა რეგიონული ოფისის ახალი თანამშრომლები: ბატონი სტივენ ბექნელი, რომელიც შეითავსებს დირექტორის მოადგილის პოზიციას და ბატონი ტუშარ სინგხი -საველე ეპიდემიოლოგიის სასწავლო პროგრამის (FETP) რეგიონული მრჩეველი.
ბატონმა ამირან გამყრელიძემ ახალ პარტნიორებს ცენტრსა და CDC-ის შორის მრავალწლიანი ურთიერთობების ისტორია გააცნო და წარუდგინა სამომავლო გეგმებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია.