Logo

ევროკავშირის მიმდინარე დაძმობილების პროექტის GE/22 „გარემოსა და ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის მეოთხე შეხვედრა 20.04.2018

title

2018 წლის 20 აპრილს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ევროკავშირის მიმდინარე დაძმობილების პროექტის GE/22 „გარემოსა და ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის მეოთხე შეხვედრა. შეხვედრა დაეთმო პროექტის მეოთხე კვარტალური ანგარიშის წარდგენასა და ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებული მისიებისა და შემუშავებული დოკუმენტების, აგრეთვე, სამომავლო გეგმების განხილვას.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, ბენეფიციარი უწყების ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა, პროექტის ხელმძღვანელმა პირებმა და გუნდმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა.