Logo

ბუკლეტი „COVID-19, ორსულობა და ვაქცინაცია“

title

წარმოგიდგენთ ბუკლეტს „COVID-19, ორსულობა და ვაქცინაცია“
დღეს, კოვიდ პანდემიის პირობებში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორსულებისა და მეძუძური დედების ვაქცინაციას. აღნიშნულ ბუკლეტში წარმოდგენილია, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები და რეკომენდაციები, რომელიც ეფუძნება ბრიტანეთის მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯისა და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მტკიცებულებებს.


ბუკლეტი მომზადებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

 ბუკლეტი „COVID-19, ორსულობა და ვაქცინაცია“