2017 წლის 26 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) ვირუსული ჰეპატიტების დეპარტამენტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საინფორმაციო სისტემებისადმი მიძღვნილი შეხვედრა. შეხვედას ესწრებოდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და ელიმინაციის პროგრამაში ჩართული სხვა დაინტერესებული მხარეები. შეხვედრის მიზანი იყო ამჟამინდელი სისტემების მიმოხილვა და იმ სირთულეების გარჩევა, რომლებიც ხელს უშლის მონიტორინგისა და შეფასების ღნისძიებებისა და სამეცნიერო აქტივობების განხორციელებას, მონაცემთა სრულყოფილ შეყვანას და დროულ ანალიზს. შეხვედრისას დაისახა ელიმინაციის პროგრამის საინფორმაციო სისტემების შემდგომი გაუმჯობესებისა და დახვეწის გზები და დაისახა სამოქმედო გეგმა.