title
2017 წლის 27 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ,,ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი (28 ივლისი) მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში გაიმართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის გადამდებ დაავადებათა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დივიზიონის დირექტორის ნედრეტ ემიროგლუსთან შეხვედრა ასევე, უცხოელი სტუმრების სასწვალო ვიზიტი საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური დაავადებების, შიდსისა და იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები. ასევე, ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენლები და სტუმრები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან.
შეხვედრაზე ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, მოადგილეებმა და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა გააკეთეს მოხსენება თემაზე ,, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიღწევები“.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა საუბარი შმდეგ საკითხებზე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პროგრესი საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, სტრატეგია, სკრინინგი, IT მხარდაჭერა, მკურნალობისა და მოვლის კომპონენტი.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.