Logo

COVID - 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 2021 წლის 15 მარტი - 15 ივლისის პერიოდის ანგარიში

title

ახალი კორონავირუსით (SARS-n-CoV2) გამოწვეული პანდემია, რომელიც კაცობრიობის მიმდინარე გლობალური გამოწვევაა, მსოფლიოზე უპრეცენდენტო გავლენა მოახდინა და ბევრ სფეროში მკვეთრად შეცვალა პანდემიამდე არსებული რეალობა. COVID-19-ის პანდემიის შედეგებმა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა მრავალ სფეროზე და რადიკალურად შეცვალა მოსახლეობის ცხოვრების ჩვეული რიტმი.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის, სამეცნიერო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უპრეცენდენტო თანამშრომლობით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები პანდემიის დაწყებიდან მოკლე პერიოდში შეიქმნა. აღნიშნული ვაქცინები მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა დაინფიცირების შემთხვევაში მძიმე და კრიტიკული მიმდინარეობის წინააღმდეგ და სიკვდილიანობის შემცირების კუთხით. ვაქცინაცია ამ დროისათვის წარმოადგენს პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ იარაღს, რომლის სარგებელიც ბევრად აჭარბებს შესაძლო რისკს.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. მიმდინარე დოკუმენტი წარმოადგენს ქვეყანაში ვაქცინაციის 4 თვის ანგარიშს, მომზადებულს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ევროკავშირის პროგრამის „სოლიდარობა ჯანმრთელობის ინიციატივებისათვის“ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ერთობლივი პროექტის „საქართველოში COVID-19-ის გავლენის შერბილება სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის ზრდისთვის“ ხელშეწყობით.“


COVID-19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში
2021 წლის 15 მარტი - 15 ივლისის პერიოდის ანგარიში