Logo

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული 16.11.2018

title

2018 წლის 16 ნოემბერს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნულ ცენტრში ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გაიმართა პრესკონფერენცია სლოგანით

დრო არ ითმენს - ანტიბიოტიკების ერა შეიძლება დასრულდეს

ღონისძებას დაესწრნენ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნულ ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ვოლტერ რიდის ინსტიტუტის, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენლები. ასევე დარგის ექსპერტები კლინიკებიდან, პირველადი ჯანდაცვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან.

კვირეული გაგრძელდა საქართველოს რეგიონებში და 19-22 ნოემბერს კამპანიის ფარგლებში გაიმართა სემინარები გორის, ქუთაისის და ბათუმის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სოფლის მოეურნეობის წარმომადგენლების მონაწილეობით. განხილული იყო თემები - ანტიბიოტიკები და ანიბიოტიკო-რეზისტენტობა; ანტიბიოტიკების გამოყენება პირველადი ჯანდაცვის სისტემაში, ანტიბიოტიკორეზისტენტობა ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომით.

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული 2015 წლიდან აღინიშნება და ლოგიკურად აგრძელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივას ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღის შესახებ. წელს კვირეული აღინიშნება 12-18 ნოემბერს და მიმართულია ანტიბიოტიკების, როგორც ფასეული რესურსის შენარჩუნებისაკენ.

კვირეული ფოკუსირებულია ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომაზე და მიზნად ისახავს საზოგადოების, სამედიცინო და ვეტერინარული პერსონალის, გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პირების და პოლიტიკოსების ცოდნის დონის ამაღლებას ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის შესახებ.

ყველა ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ ჯანმრთელი ადამიანები, ჯანმრთელი ცხოველები და ჯანმრთელი მცენარეები არ საჭიროებენ ანტიმიკრობულ საშუალებებს!

საქართველო თავიდანვე შეურთდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ჯანმო-ს ინიციატივას ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი მოქმედებების დაწყების შესახებ. სამედიცინო პერსონალისა და მოსახლეობის მონაწილეობა ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულში მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას არ გააჩნია საზღვრები. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა შევუერთდეთ მსოფლიო საზოგადოებას ანტიბიოტიკების გონივრული გამოყენების პროპაგანდაში.

საქართველოში მიმდინარე 2018 წლის WAAW კამპანია არის ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით და ხორციელდება WHO ევროპული რეგიონის მხარდაჭერით.

პრესკონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია და სოცილური ვიდეო რგოლის პრეზენტაცია