Logo

ვაქცინის შესყიდვის 3 დღიანი სემინარი

title

ვაქცინების შესყიდვის 3-დღიანი სემინარის ერთ-ერთი სესია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.
10-12 აპრილს თბილისში, ვაქცინების შესყიდვის 3-დღიანი სემინარი იმართება. ღონისძიების მიზანი ვაქცინების შესყიდვის დარგში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების  გაცნობაა. სემინარი  ხორციელდება ვაქცინების გლობალური ალიანსის (Gavi) დაფინანსებით,  რომელსაც ორგანიზებას საერთაშორისო ფონდი  „კურაციო“ და Results For Development (R4D) უწევენ. 
პროექტი  გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისთვის შექმნილი სასწავლო ქსელის (LNCT) UNICEF SD-თან პარტნიორობით შედგა.  სემინარში მონაწილეობას  შვიდი ქვეყანა: სომხეთი, საქართველო, მაკედონია, მოლდავეთი, სერბეთი და უზბეკეთი იღებს. 
ღონისძიების მონაწილეებმა  სემინარის ფარგლებში  ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ვაქცინების საწყობი და ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიც დაათვალიერეს.