Logo

ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა 24.06.2021

title 2021 წლის 24 ივნისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ვირუსული ჰეპატიტების, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური საფრთხის, ელიმინაციის ვალიდაციისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, კლინიკა „ნეოლაბისა“ და კლინიკა „მრჩეველის“ წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილული იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის სახელმძღვანელო, კრიტერიუმები და მონაცემთა შეგროვების ინსტრუმენტები.

საქართველო შერჩეული იქნა, როგორც სანიმუშო ქვეყანა, სადაც მოხდება აღნიშნული კრიტერიუმებისა და ინსტრუმენტების გამოცდა და წინასწარი შეფასება.