Logo

ჯანმო-ს შიდსის, ტუბერკულოზისა და ჰეპატიტების გაერთიანებული პროგრამის ხელმძღვანელი მასუდ დარას ვიზიტი ცენტრში

title 2018 წლი19 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის გადამდებ დაავადებათა ერთეულის კოორდინატორი, შიდსის, ტუბერკულოზისა და ჰეპატიტების გაერთიანებული პროგრამის ხელმძღვანელი მასუდ დარა და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრაზე ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სტუმრებს გააცნო ცენტრის სტრუქტურა და ფუნქციები, ასევე ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამების მიღწევები და გამოწვევები. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის დეტალებით. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა დაათვალიერეს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია.