Logo

ონლაინ პრეზენტაცია ,,თამბაქო - სიტუაციური მიმოხილვა 2020"

title

2020 წლის 1 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა ონლაინ პრეზენტაცია სახელწოდებით
თამბაქო - სიტუაციური მიმოხილვა 2020
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და დაინტერესებული ადამიანები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში უკანასკნელ პერიოდში თამბაქოსთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შედეგები, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა: თამბაქოს პრევალენტობის ეროვნული კვლევა: თამბაქოს, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევა (ESPAD); ტაქსებში მოწევის აკრძალვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის დონის კვლევა და საქართველოში თამბაქოს ინდუსტრიის გავლენის ინდექსის კვლევა.


პრეზენტაციები