Posted on:
12.10.2017
title
2017 წლის 12 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაფორმდა ხელშეკრულება პროექტის განხორციელების შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის. პროექტის მიზანია, მიგრანტებზე ფოკუსირებული მიდგომის საფუძველზე შეიმუშაოს სასაზღვრო მექანიზმები აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, გამოვლენისა და მკურნალობაში ჩართვის ხელშესაწყობად სამხრეთ კავკასიის რეგიონის მობილურ მოსახლეობაში.