Logo

C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია იუსტიციის სახლში 02.08.2018

title 2018 წლის 2 აგვისტოს ჰეპატიტების კვირეულის ფარგლებში C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის აქცია იუსტიციის სახლში გაიმართა.
აქციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დავით სერგეენკო, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაესწრნენ. 
„STOP C “ - ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომლებსა და ვიზიტორებს C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი იუსტიციის სახლში დღეიდან 8 აგვისტოს ჩათვლით დარჩება და ყველა მსურველს საშუალება ექნება ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე. 
სკრინინგის აქციები მიზნად C ჰეპატიტის ვირუსის დროულ გამოვლენას ისახავს. 
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 50 000-მდე პაციენტია ჩართული, განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ს შეადგენს.
დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა დროულად გაიგოს საკუთარი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში.