Logo

პრესრელიზი 17.07.2018

title

                                                                                                  პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

 2018 წლის 17 ივლისს 10.00 საათზე  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოსა და ჯანმრთელობის WHO ECEH ბონის (გერმანია) ოფისის, გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს (UBA) მხარდაჭერით გაიმართება საერთაშორისო სემინარი თემაზე

ქიმიური ნივთიერებების მდგრადი მართვის ეროვნული სისტემის ძირითადი ელემენტების დანერგვა აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყნებში - ბელარუსი, საქართველო, ყაზახეთი

 

სემინარს დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსბელარუსის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, გერმანიის გარემოს ფედერალური სააგენტოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები. ასევე,  დარგის ექსპერტები და დაინტერესებული უწყებათა წარმომადგენლები.  

 

სემინარი გერმანიის გარემოს ფედერალური სააგენტოს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  ევროპის რეგიონული ოფისის ეგიდით 2015-2017 წლებში ცენტრის მიერ  განხორციელებული პროექტის „საკანონმდებლო და სამოქმედო ჩარჩოს შემუშავება საშიშ ქიმიურ ნივთიერებებზე ინფორმაციის შეგროვებისა და გაზიარების მიზნით საქართველოში“  მეორე ეტაპს წარმოადგენს.

 

პროექტი „ქიმიური ნივთიერებების მდგრადი მართვის ეროვნული სისტემის ძირითადი ელემენტების დანერგვა აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყნებში - ბელარუსი, საქართველო, ყაზახეთი“, რომელიც შესაბამისობაშია  საქართველოს „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების  შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის ღონისძიება „საშიში ქიმიური ნივთიერებების ეროვნული რეესტრის შექმნა და მისი მუდმივი განახლება“. პროექტის დასრულების შემდეგ ამოქმედდება საშიში ქიმიური ნივთიერებების ეროვნული რეესტრი, რომლის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი მთავარი უწყებაა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.   

პროექტის მიზანია ქიმიური ნივთიერებების პრიორიტეტული ჯგუფების რისკების მართვაში ეროვნული შესაძლებლობების განვითარება და ქიმიური ნივთიერებების მართვის ეროვნული სისტემების არსებითი ელემენტების  დანერგვა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის შერჩეულ ქვეყნებში ქიმიური ნივთიერებების რეესტრების ჩათვლით (ბელარუსი, საქართველო და ყაზახეთი).

 

 პროექტის პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელების შემდეგ, შედეგების დანერგვა დაიწყო რამდენიმე ქვეყანამ, ამ ეტაპზე ჯანმო-ს მხარდაჭერით საქართველოსთან ერთად  რეგისტრაციის სისტემის და რეესტრის შექმნას იწყებს ბელარუსი და ყაზახეთი.

 

სემინარი გაიმართება ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).

 

ვებ გვერდი - www.ncdc.ge  

ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),

მისამართი: თბილისი, მ. ასათიანის ქუჩა 9

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103