Logo

სამედიცინო დაწესებულებებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის კვლევა 29.06.2021

title 2021 წლის 29 ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის ოფისის (ქ. ბონი, გერმანია) მხარდაჭერით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს სამდღიანი ტრენინგი სახელწოდებით "საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის ეროვნული კვლევის ჩატარება“

კვლევის ფარგლებში განახორციელდება წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის WASH სერვისების მდგომარეობის შეფასება სამედიცინო დაწესებულებებში ეროვნულ დონეზე. WASH სერვისები მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის, უსაფრთხო დედათა და ბავშვთა მოვლის სერვისების, ინფექციების პროფილაქტიკისა და კონტროლისთვის, ანტიმიკრობული რეზისტენტობის გავრცელების შეფერხებისა და სამედიცნო დაწესებულებებში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფისა და მდგრადობის გასაუმჯობესებლად.

ეროვნული შეფასების ზოგადი მიზანია სამედიცინო დაწესებულებებში WASH–ის მდგომარეობის ეროვნული კვლევის წარმატებით ჩატარება და კოორდინაცია, მონაცემთა გაანალიზება, საბოლოოო ანგარიშის, რეკომენდაციების მომზადება და გავრცელება.

სამედიცინო დაწესებულებებში სათანადო WASH სერვისების კვლევა გახდება საბაზისო საფუძველი მიზნობრივი მონაცემების დადგენის და მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვისათვის.