Logo

ეპიდაფეთქების კვლევის სასწავლო კურსი 27.07.2021

title

2021 წლის 27 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და აშშ-ის ემორის უნივერსიტეტსა და Integral Global-თან თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა „ეპიდაფეთქების კვლევის“ სასწავლო კურსი, რომელიც განკუთვნილია ეპიდემიოლოგებისა და კლინიცისტებისთვის და აგებულია მათ შორის ურთიერთკომუნიკაციაზე. აღნიშნულ სემინარზე წარმოდგენილ იქნა კონკრეტული შემთხვევის კვლევის განხილვა და მისი ეპიდემიოლოგიური ანალიზი.
სემინარს გაუძღვა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი - ბ-ნი ზიად კაზი, Integral Global დირექტორი - ბ-ნი ნაბილ აჰმედი და Integral Global წარმომადგენელი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი - ქ-ნი ჯენა ბუტოლფი.
ამერიკელი პარტნიორები გეგმავენ აღნიშნული შინაარსის სასწავლო კურსი ციკლური ფორმატის გახადონ საქართველოს სპეციალისტებისთვის.