2017 წლის 7 ივნისს გაიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილის დონეზე.
ამასთანავე, საბჭოს საქმიანობაში სათათბირო ხმით მონაწილეობდნენ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA), აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC), უოლტერ რიდის სამხედრო ინსტიტუტის (WRAIR), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), აშშ საელჩო საქართველოში (US EMBASSY) და ევროკავშირის პროგრამის (EU Programme) წარმომადგენლები.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგი მოიცავდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2016 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და 2017 წლის სამუშაო გეგმას.