Posted on:
08.09.2020
title
2021 წლის 3 თებერვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (თბილისის ოფისი) ერთად ჩაატარა კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ონ-ლაინ შეხვედრა: „მე ვარ, მე ვიქნები.“ შეხვედრაზე მოხსენებული იყო კიბოს პოპულაციური რეგისტრის 5 წლის შედეგები (2015-2019) და კიბოს პრევენციისა და მართვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მიღწევები და გამოწვევები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, პროფესიული და პაციენტთა ასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და დაინტერესებული ადამიანები