თბილისის საქალაქო სასამართლო შეუერთდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აქციას - ,,არ გადადო - აიცერი“!
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე - ვასილ მშვენიერაძემ და სასამართლოს მენეჯერმა - მარიამ ცქიფურიშვილმა სასამართლოს თანამშრომლებს აქციის მიმდინარეობის პირველადი შედეგები გააცნეს და მიაწოდეს ინფორმაცია დაავადების დამარცხების პროცესში სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ.
მოსამართლეებს და აპარატის თანამშრომლებს წითელა/წითურა/ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინაცია, ასევე ჰეპატიტის და შიდსის უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ. აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოს და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა.
2017 წლის ბოლოდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა, ამიტომ დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, კანსა და ლოყის ლორწოვანზე დამახასიათებელ გამონაყარს. იგი ხშირად რთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით. წითელა ყველაზე ადვილად გადამდები დაავადებაა. მისი საწინააღმდეგო ვაქცინა კი ძალზე უსაფრთხო და ეფექტურია - ორი დოზის მიღების შემდეგ დამცველობითი ეფექტი 97%-ს აღწევს, ერთი დოზის მიღების შემთხვევაში-93%-ს