Logo

14 ივნისი - სისხლის დონორის მსოფლიო დღე

title

სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2005 წელს დაარსა და იგი ყოველწლიურად,  14 ივნისს აღინიშნება.

მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, ასევე უანგარო, რეგულარული დონორების კრიტიკულად მნიშვნელოვან როლზე ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში და, აგრეთვე, უანაგრო რეგულარული დონორების მიმართ მადლიერების გამოხატვა.

სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე ასევე მოუწოდებს მთავრობებს და ჯანდაცვის უწყებებს გამოყონ შესაბამისი  რესურსები იმისათვის, რომ სისხლის მარაგები განხორციელდეს უანგარო რეგულარული დონაციების მეშვეობით, რათა სისხლის პროდუქტები მუდმივად იყოს ხელმისაწვდომი მათთვის, ვისაც იგი ესაჭიროება.

უანგარო დონორის მსოფლიო დღე, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური კამპანიების ნაწილია.

 

2022 წლის გლობალური კამპანიის სლოგანია:

„იყავი სოლიდარული. შემოგვიერთი სიცოცხლის გადასარჩენად“

უსაფრთხო სისხლის საჭიროება უნივერსალურია. უსაფრთხო სისხლი ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც მკურნალობის, ასევე სასწაფო-გადაუდებელი დახმარების დროს. იგი არა მხოლოდ ეხმარება პაციენტებს სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებთან ბრძოლაში, არამედ უხანგრძლივებს ხარისხიანი სიცოცხლის წლებს. სისხლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა საგანგებო მდგომარეობების (პანდემია, სტიქიური უბედურება, უბედური შემთხვევა, შეიარაღებული კონფლიქტები და სხვა), მშობიარობისა და ახალშობილთა მართვის დროს; ანემიების, მალნუტრიციის დრს,

სისხლის დეფიციტი განსაკუთრებით პრობლემაა დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში.   

COVID-19-ის პანდემიამ ნათლად აჩვენა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის მიერ გაღებულ სისხლს და რა დიდი წვლილი შეუძლია შეიტანოს თითოეულმა ჩვენთაგანმა უახლოეს სისხლის ბანკში სტუმრობით და სისხლის გაღებით და, ასევე, სხვა ადამიანებისათვის მოტივაციის ამაღლებით - გახდნენ სისხლის უანგარო დონორები. სისხლის პროდუქტებზე დროული ხელმისაწვდომობის არქონა შესაძლებელია ფატალურად დასრულდეს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სისხლის უანაგრო, რეგულარული დონაციის მნიშვნელობის ხაზგასმა და პრიორიტეტიზაცია.

უსაფრთხო სისხლზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემაა მსოფლიოში. გლობალურად, დონორული სისხლის 40% მოდის მაღალი შემოსავლების ქვეყნებზე, სადაც  მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 16 % ცხოვრობს. დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების უმრავლესობა იბრძვის ქვეყანაში უსაფრთხო სისხლის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რადგან სისხლის დონაციების რაოდენობა საგრძნობლად დაბალია.

უსაფრთხო სისხლის საკმარისი მარაგის არსებობა შესაძლებელია მხოლოდ უანგარო  დონორების მიერ სისხლის რეგულარული გაღებით.

მიმდინარე წლის კამპანიის მიზნებია:

ü  მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც  ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად;

ü  ხაზგასმა რეგულარული დონორების მნიშვნელობაზე;

ü  ცნობიერების დონის ამაღლება სისხლის უანგარო, რეგულარული დონაციების საჭიროების შესახებ;

ü  სისხლის უანგარო დონორის სოციალური ღირებულების ხაზგასმა;

ü  ინფორმრებულობის დონის ამაღლება ინვესტიციებს გაზრდის აუცილებლობაზე მთავრობების მხრიდან უანგარო, რეგულარულ დონაციებზე დაფუძნებული სისხლის მდგარდი მარაგების უზრუნველსაყოფად;

ü  მოტივაციის ამაღლება ჯანმრთელ ადამიანებში გახდნენ სისხლის უანაგრო დონორები; 

ü  ახალგაზრდების წახალისება, გახდნენ სისხლის უანგარო დონორები, მოუწოდონ გარშემომყოფებს სისხლის უანგარო დონორობისაკენ და წვლილი შეიტანონ უანარო, რეგულარული დონორობის პოპულარიზაციაში.

საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია, სისხლის დონორი ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაცია და სისხლის გადასხმის საერთაშორისო საზოგადოება აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უზრუნველყონ მხარდაჭერა და მონაწილეობა ამ მიმართულებით.

2022 წელს სისხლის უანაგრო დონორის მსოფლიო დღის მასპინძელი ქვეყანაა მექსიკა. გლობალური ღონისძიება გაიმართება ქ. მეხიკოში 14 ივნისს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრი უერთდება მსოფლიო დღის აღნიშვნას.

 

2022 წლის 14 ივნისს 12 საათზე „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ (მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი 6, თბილისი, 0108) ევროკავშირის დაძმობილების პროექტის "სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება საქართველოში" და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სისხლის უანაგრო დონორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: „საქართველოში სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება: ეფექტური და თანამიმდევრული კომუნიკაციისკენ“. ღონისძიებაზე განხილულ იქნება პროექტის ფარგლებში შემუშავებული საქართველოში სისხლის მიწოდების ჯაჭვის საკომუნიკაციო სტრატეგია 2022-2027 წლებისათვის, რომლის მიზანია ქვეყანაში სისხლის მარაგის უანგარო დონაციაზე დაფუძნებული საკომუნკაციო სტრატეგიისა და კამპანიის ვიზუალური იდენტიფიკაცია, ასევე წარმოდგენილი იქნება სოციალური სარეკლამო ვიდეო-რგოლი სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობაზე. ღონისძიების ბოლოს დაგეგმილია სისხლს უანგარო რეგულარული დონორების სიმბოლური დაჯილდოვება მადლობის სიგელებით. 

 

სიტუაციური მიმოხილვა საქართველოში:

 

                    2011 წლიდან „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. სახელმწიფო პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია, საქართველოს მასშტაბით სისხლის კომპონენტების უსაფრთხოების თანაბარი სტანდარტის უზრუნველყოფა და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო რეგულარული დონორობის სისტემით.

                    2022 წლის „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამაში საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის საქმიანობის ლიცენზიის მქონე 23 სისხლის ბანკი მონაწილეობს.

                    აღსანიშნავია, რომ სისხლის ბანკებთან თანამშრომლობით 2011-2022 წწ. უანგარო დონაციათა რაოდენობა 8%-იდან 41%-მდე გაიზარდა.

                    2021 წელს სულ განხორციელდა 90,813 დონაცია, მათგან 41% უანგარო დონაციაა, 43% - ფასიანი დონაცია, 16% - კი ნათესავი;

 

განსაკუთრებული მიღწევები:

                    ქვეყნის მასშტაბით ყველა სისხლის ბანკი ჩაერთო ცენტრალიზებულ NAT (ნუკლეინის მჟავას ტესტირების) კვლევაში, რაც  სისხლის ინფექციებზე კონტროლის უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენს.

                    საქართველოში სისხლის სისტემის გასაძლიერებლად მიმდინარეობს ევროკავშირთან დაძმობილების (twinning) პროგრამა

 

იყავი სოლიდარული, შემოგვიერთდი სიცოცხლის გადასარჩენად!

მოდით, გავავრცელოთ სისხლის ძალა და

ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე!


ძირითადი ფაქტები სისხლის უსაფრთხოებისა და სისხლის დონაციების შესახებ