Logo

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (European Center for Disease prevention and Control – ECDC) დირექტორის - ქალბატონი ანდრეა ამონის ვიზიტი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, დღე II

title

2019 წლის 11 ივლისს  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (European Center for Disease prevention and Control – ECDC) დირექტორის - ქალბატონი ანდრეა ამონის ვიზიტის  შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

მანამდე კი , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) ხელმძღვანელს ანდრეა ამონს შეხვდნენ.