Logo

„აშშ-ის როლი საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაში 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში“

title

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით: 
„აშშ-ის როლი საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაში  30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში“

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ბ-ნი ზურაბ აზარაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში - ქ-ნი კელი დეგნანი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორი - ბ-ნი ჩარლზ ვაიტეკი, უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) საქართველოს ოფისის დირექტორი - ბ-ნი მეთიუ შიარარი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება ისტორიული ექსკურსით გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 30 წლის მანძილზე  თანამშრომლობისა და მიღწეული შედეგების  ამსახველი სხვადასხვა ვიზუალური მასალა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც მიმოიხილავს ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებს.
დამსწრე საზოგადოებას ვიდეო-მიმართვით მიესალმა CDC-ის დირექტორი - ქ-ნი როშელ ვალენსკი. მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პარტნიორული ურთიერთობების და მხარდაჭერის შედეგია, რომ დღეს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე გამორჩეული პარტნიორია ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის 3 ძირითად მიმართულებაში, კერძოდ:
  • ლუგარის ცენტრის სიმძლავრეები და პოტენციალი - რეგიონში უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო კერაა როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონის ქვეყნების შესაძლებლობების განვითარებისთვის.
  • შეერთებული შტატების მთავრობის ინიციატივის „ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების პროგრამა“ (GHSA) ფარგლებში, საქართველო, ნორვეგიის სამეფოსთან ერთად არის რეალურ დროში ზედამხედველობის პაკეტის ლიდერი და ლაბორატორიული ზედამხედველობისა და ზოონოზური ინფექციების მიმართულებების პაკეტის მხარდამჭერი ქვეყანა;
  • ”C ჰეპატიტის ელიმინაციის“ ფლაგმანი პროგრამა, რომლის საშუალებით საქართველომ მსოფლიოს სამედიცინო და სამეცნიერო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა  მსოფლიოს იმ 12 ქვეყანას შორის, სადაც მალე ამ დაავადების ელიმინაცია უნდა მოხდეს.