Logo

ჩინური ვაქცინის “სინოფარმის” წარდგენა - ბრიფინგი 05.04.2021

title

2021 წლის 5 აპრილს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ბრიფინგი ,,სინოფარმის“ ვაქცინის წარდგენის შესახებ.

ბრიფინგს ესწრებოდნენ დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ჩინეთის ელჩი საქართველოში.

სინოფარმის “ 100 000 დოზა ვაქცინა უკვე საქართველოშია . ქვეყანას აქტიური კომუნიკაცია აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან . “ სინოფარმი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას აპრილის შუა რიცხვებში მიიღებს .

ჩინური წარმოების ვაქცინა ამ ეტაპზე უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული . უნგრეთის გარდა , სინოფარმი გამოყენებულია არაბთა გაერთიანებულ საემიროებში , ჩინეთში , სერბეთში , უნგრეთში , სინგაპურში , ეგვიპტეში , ინდონეზიაში , ტაილანდსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში .

ჩინური წარმოების , ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული სინოფარმის ვაქცინა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში . ამ ვაქცინით აცრილია სულ მცირე 40 მლნ ადამიანი .

ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა , გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს . ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება .

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ , ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში .

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა , 21 დღის ინტერვალით კეთდება . ვაქცინის შენახვის პირობები 2- დან 8 გრადუსამდეა .

COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე , შაბათ - კვირის ჩათვლით , 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს .

COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა ! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია , საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას .

ვაქცინირებულია 10 845 მოქალაქე , როგორც სამედიცინო პერსონალი , ისე 65 წელს ზემოთ მოსახლეობა .

30 აპრილამდე აცრები დაჯავშნილი აქვს 19 170 მოქალაქეს .