Logo

თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების და აღსრულების მხარდაჭერა საქართველოში 10.02.2017

title

2017 წლის 10 თებერვალს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა პროექტის თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების და აღსრულების მხარდაჭერა საქართველოში პრეზენტაცია.
 
შეხვედრას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებების სახელმწიფო კომისიის სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.
 
საქართველოში თამბაქოს კონტროლი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ხდება, ძლიერდება თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი მოძრაობა, სახეზეა საერთაშორისო მხარდაჭერა.
 
პროექტი თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების და აღსრულების მხარდაჭერა საქართველოში” მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის FCTC-ის მოთხოვნების სისრულეში მოყვანას, ადგილობრივ რეალობასა და საერთაშორისო მტკიცებულებებზე დაფუძნებული თამბაქოს პროდუქციის დაბეგვრის პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცებას. გარდა ამისა, პროექტის მიზანია გააძლიეროს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულება ტექნიკური და საკანონმდებლო ბაზის განვითარების მეშვეობით და ჩამოაყალიბოს საფუძველი თამბაქოს კონტროლის რეგულირების ავტორიზებული ორგანოს შესაქმნელად.
 
პროექტი ხორციელდება „ბლუმბერგ ფილანტროპის“ დაფინანსებითა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის ტექნიკური დახმარებით.
 
შეხვედრაზე ასევე მოხდა თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია.