Logo

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების საერთაშორისო ასოციაციის (IANPHI) გენერალური ასამბლეა/ყოველწლიური შეხვედრა 2020 წლის 1–2 დეკემბერი

title 2020  წლის  1–2დეკემბერს  ჩატარდა საზოგადოებრივიჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების საერთაშორისო ასოციაციის (InternationalAssociation of National Public Health Institutes (IANPHI) ონლაინგენერალური ასამბლეა/ყოველწლიური შეხვედრა.  შეხვედრის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ასოციაციის100 - ზე მეტმა წევრმა და პარტნიორმა, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივიჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ. შეხვედრაზეხაზი გაესვა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტების როლის მნიშვნელობას,  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან მიღწევებსა და განვითარებისპერსპექტივებს, აგრეთვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტების თანამშრომლობისგაძლიერების მნიშვნელობას. განხილულიქნა COVID-19-თან დაკავშირებული ვითარება და მომავლის ხედვები. არჩეულიქნა ასოციაციის ახალი პრეზიდენტი.  ცენტრმა მონაწილეობა მიიღო IANPHI - ის  მიერ გამოცხადებულ კონკურსში „წარმატების აღიარება“, სადაც ევროპის რეგიონიდან წარდგენილი იყო 11 პროექტი. ცენტრის პროექტი ,,ონკოლოგიურ დაავადებათა ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელთა შეფასება კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემების საფუძველზე“ აღიარებულ იქნა როგორც 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა IANPHI–ის ევროპულ ქსელში და გადაეცა სერთიფიკატი ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე