იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI) და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 2017 წლის 28 თებერვალი - 2 მარტი მიმდინარეობს გავის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის დაფინ ოიბრატენის (Dagfinn Hoybraten) და გავის ევროპის რეგიონალური ბიუროს ხელმძღვანელის კოლეტ სელმანის (Colette Selman) მაღალი დონის ვიზიტი.
ვიზიტის ფარგლებში 28 თებერვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა გაერთიანებული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ცენტრის ხელმძღვანელი პირები, პარტნიორი ორგანიზაციების (WHO, UNICEF, CDC, Sabin Vaccine Institute) წარმომადგენლები, იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე და გავის ევროპის რეგიონალური ბიუროს ხელმძღვანელი. ასევე, დარგის ექსპერტები და ცენტრის თანამშრომლები.
შეხვედრაზე განხილული იქნა ძირითადი საკიხები - ჯანდაცვის სისტემის არსებული სტრუქტურა, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა, იმუნიზაციის პროგრამის ფინანსური მდგრადობა, პროგრამის ძირითადი წარმატებები, პრობლემები, როგორც გავის მხარდაჭერის ფაზიდან გასვლის გარდამავალ პერიოდში, ასევე, გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, პარტნიორების როლი პროგრამის მიმდინარეობაში.
შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაციები და გაიმართა დისკუსია.