Logo

კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმოხილვა - ბრიფინგი 1, 30.01.2020

title

2020 წლის 30 იანვარს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ბრიფინგი სახელწოდებით კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმოხილვა მსოფლიოში ბრიფინგს ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ხატუნა ზახაშვილი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ქალბატონი ანა კასრაძე. ასევე, ცენტრის რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე ისაუბრეს მსოფლიოში კორონავირუსის მიმდინარე ეპიდსიტუაციაზე, რეკომენდაციებზე, შემთხვევათა რაოდენობაზე და საქართველოში მზადყოფნის ღონისძიებებზე.

შეხვედრის დასასრულს მედიას საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ ,,რეაგირების ოთახი