2020 წლის 14 თებერვალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ჩატარდა საქართველოს მთავრობის განკარგულების N164 „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით სამაგიდო სწავლება ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესახებ.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრი (საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე), მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და პირველი მოადგილე. ასევე, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ინფექციური შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია