Posted on:
23.10.2018
title
2018 წლის 23-24 ოქტომბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მიმდინარე პროექტის ‘’საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (GE22) გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში’’ ფარგლებში გაიმართება იტალიელი ექსპერტის, იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლუკა როზის ვიზიტი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ცენტრის ხელმძღვანელობასა და სამეცნიერო საბჭოს წევრებთან, ხოლო 25 ოქტომბერს ბატონი როზი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრშიჩაატარებს ლექციას ‘’გლობალური ჯანმრთელობა’’.