Logo

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა მესამე მისიის ვიზიტი 19-21.07 2016

title

2016 წლის 19-21 ივლისს “გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შემუშავების და ექსპერტული დახმარების გაწევის მიზნით საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ექსპერტთა მესამე მისიის ვიზიტი მიმდინარეობს. ექსპერტთა მისიის წევრები არიან ქალბატონი ელიზაბეტ პაინოვიჩი (ჯანმო-ს ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის ოფისის დირექტორი), ქალბატონი დოროტა ჯაროსინსკა (ჯანმო-ს ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის ოფისის პროგრამების მენეჯერი), ბატონი მიხეილ კრჟიჟანოვსკი (ჯანმო-ს ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის ოფისი, ექსპერტი). 

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა „გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP)“ პირველი სამუშაო ვერსია.

საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით დაიწყო „გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება“, რომელსაც კოორდინაციას უწევს ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესაბამისად.

ასევე, მიმდინარეობს NEHAP-ის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებისათვის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობენ სხვადასხვა დაინტერესებული უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები.

სამუშაო შეხვედრის მიზანია სხვადასხვა დაინტერესებული უწყება და მხარე აქტიურად ჩაერთოს დიალოგში და წარმოადგინონ მოსაზრებები, რეკომენდაციები, რათა სამოქმედო გეგმის სამუშაო პროცესი წარიმართოს უფრო ეფექტურად. შეხვედრის დროს შეჯერებულ იქნება წარმოდგენილი წინადადებები სესიების და მცირე (თემატურ) სამუშაო ჯგუფებში.

სამუშაო შეხვედრაზე გამართულ დისკუსიების დროს მოხდება ინფორმაციის გაცვლა. ჩამოყალიბებული ერთობლივი მოსაზრებები აისახება სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიაში.