Posted on:
19.06.2019
title
2019 წლის 19 ივნისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი - ბატონი ამირან გამყრელიძე შეხვდა DTRA-ს ევრაზიის ოფისის ახალ ხელმძღვანელს ქალბატონ ანალიზ ჰანტერს, რომელიც ივლისის თვიდან შეცვლის თავის წინამორბედს - მაიორ საილას გაზეტს. ბატონმა ამირანმა მოკლედ გააცნო DTRA-ს წარმომადგენელს დკსჯეცსა და DTRA-ს შორის მიმდინარე მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა და წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე საქმიანობაში.