Logo

დაძმობილების პროექტის საგრანტო ხელშეკრულება უსაფრთხო სისხლის სფეროში

title 23 დეკემბერს გაფორმდა ევროკავშირის დაძმობილების პროექტის საგრანტო ხელშეკრულება უსაფრთხო სისხლის სფეროში (Twinning Project on Strengthening Blood Safety System in Georgia, GE 18 ENI HE 01 19) საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და ლიეტუვას რესპუბლიკის ეროვნულ სისხლის ცენტრს შორის. დაძმობილების პროექტის განხორციელებაში საქართველოს პარტნიორობას გაუწევენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ლიეტუვა და ნიდერლანდების სამეფო. ორწლიანი დაძმობილების პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში სისხლის და სისხლის კომპონენტების ხარისხის და უსაფრთხოების გაუმჯობესებას, სისხლის წარმოების თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სტანდარტების დანერგვას და უსაფრთხო სისხლის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაციას. პროექტი დაიწყება 2020 წლის იანვრის თვიდან.