Posted on:
17.06.2019
title
2019 წლის 17 ივნისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნორვეგიის ჩრდილოეთ არქტიკული უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში ქ-ნი ჰეგე ვიდნესი.
შეხვედრის დროს წარმოდგენილი იყო განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“ ფარგლებში მიღწეული შედეგები, პროექტის მიმდინარე აქტივობები და დაგეგმილი ღონისძიებები. შეხვედრისას ქართული და ნორვეგიული მხარის მიერ გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაფართოებასა და ახალი პროექტების განხორციელების შესახებ.