Posted on:
10/31/2016
title
2016 წლის 31 ოქტომბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა თემაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების რეგისტრის პირველი სამუშაო ვერსიის განხილვა, პროექტის „საკანონმდებლო და სამოქმედო ჩარჩოს შემუშავება საშიშ ქიმიურ ნივთიერებებზე ინფორმაციის შეგროვებისა და გაზიარების მიზნით საქართველოში“ ფარგლებში.
შეხვედრის დროს მოხდა საშიში ქიმიური ნივთიერებების რეგისტრის დემო-ვერსიის და „ქიმიური უსაფრთხოების ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი“-ს წარდგენა ქართულ ენაზე.