Logo

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა

title

2018 წლის 3 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მართვის კოლეგიური ორგანოს - სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო.

სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ფინანსთა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების წარმომადგენლები მინისტრის მოადგილის დონეზე.

საბჭოს საქმიანობაში სათათბირო ხმით მონაწილეობდნენ: აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (U.S. Defense Threat Reduction Agency / DTRA), აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები / სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ოფისი (CDC / South Caucasus Office), აშშ საელჩო საქართველოში (US EMBASSY), აშშ-ის უოლტერ რიდის სახმელეთო ძალების კვლევითი ინსტიტუტი (Walter Reed Army Institute of Research / USAMRD – G), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი (WHO Country Office in Georgia), გაეროს ბავშვთა ფონდი / საქართველოს წარმომადგენლობა (UNICEF / Georgia), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA / Georgia), ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU Delegation to Georgia), გერმანიის საერთაშორისო დახმარების ოფისის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა (GIZ Office South Caucasus).

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2017 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის, 2018 წლის სამუშაო გეგმის, 2013-2017 წლების მიღწევებისა და გამოწვევების, 2018-2022 წლების სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ.

სხდომის დამთავრების შემდეგ საბჭოს წევრებმა დაათვალიერეს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი.


NCDC 2017 წელს შესრულებული სამუშაოს მოკლე ანგარიში.


ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2018 -2022 წლების სტრატეგია

ძირითადი მიღწევები და გამოწვევები 2013-2017