Posted on:
16.07.2021
title
2021 წლის 14 სექტემბერს გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების (Twinning) პროექტის „სისხლის უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება საქართველოში“ სამეთვალყურეო საბჭოს მე-6 სხდომა. საბჭოს წევრებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი მომავალი პრიორიტეტული აქტივობების გეგმა და მოისმინეს გასული პერიოდის ანგარიში. დისკუსიის პროცესში, რომელშიც პროექტში მონაწილე მხარეები, საქართველოს საგარეო სამინისტრო და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ განსაკუთრებით ხაზი გაესვა ქვეყანაში სისხლის გადასხმის უსაფრთხო და ხარისხიანი სამსახურის ჩამოყალიბების მნიშვნელობას და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დროული დამტკიცების საჭიროებას.