Logo

ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში 14.05.2021

title 2021 წლის 14 მაისს ქ.ახალციხეში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სამცხე-ჯავახეთის მხარეში მიმდინარე ეპიდსიტუაციის განხილვა, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ვაქცინაციის გააქტიურება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბატონი ამირან გამყრელიძე შეხვდება სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ ბესიკ ამირანაშვილს. ასევე, სამცხე-ჯავახეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებს.

ცენტრის წარმომადგენლებმა მოინახულეს ქ.ახალციხეში მდებარე კლინიკები
და შეხვდნენ სამედიცინო პერსონალს.

ვიზიტის დასასრულს კი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

გაეროს ბავშვთა ფონდის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიერ დაგეგმილი ერთობლივი კამპანიის ფაერგლებში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოში ღასან ხალილმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა.