Logo

ბრიფინგი - რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს 04.07.2017

title

2017 წლის 4 ივლისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ბრიფინგი თემაზე: რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს.

ბრიფინგზე ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ და მოადგილემ ბატონმა პაატა იმნაძემ ისაუბრეს მაღალი ტემპერატურის დროს საჭირო რეკომენდაციებზე და ამ დროს განვითარებული დაავადებების პრევენციაზე.

ბრიფინგის დროს უპასუხეს ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს.