Logo

ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაერო ბავშვთა ფონდის UNICEF-ის წარმომადგენელთან საქართველოში

title

UNICEF-ის წარმომადგენელის საქართველოში დოქტორ ღასან ხალილის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით  გაიმართა ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში  ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების შემცირების/აღმოფხვრის მიზნით  გატარებული ღონისძიებებისა და  დაგეგმილი სამომავლო თანაშრომლობის შესახებ. UNICEF-ის წარმომადგენლობას ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გააცნო ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო  გარემოს უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული სამუშაოსა და ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების და ადრეული გამოვლენის, მართვის ღონისძიებების და ლაბორატორიული სიმძლავრეების ჩამოყალიბების, წყაროების გამოვლენისა და საღებავებში ტყვიის ელიმინაციის მიზნით” ეროვნული ცენტრის კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების გაცნობა, სამომავლო სტრატეგიული კონსულტაციების გამართვა და ამ მიმართულებით UNICEF-ის მხარდაჭერის შესაძლებლობები