Logo

ბიოუსაფრთხოების ტრენინგი

title

სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმელობის კვლევითი ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ევროკავშირის პროექტის (EU/UNICRI Project B1) ფარგლებში შექმნილი რეგიონული ტრენინგ-რესურს ცენტრი.

 

რეგიონული ტრენინგ-რესურს ცენტრი გთავაზობთ ბიოუსაფრთხოების აკრედიტებულ მოკლევადიან სასწავლო კურსებს  სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის:

·         ბიოლოგიურ მასალასთან შეხებაში მყოფ პირთათვის (ექიმი, ექთანი, ეპიდემიოლოგი საზ. ჯანდაცვის მუშაკი და ..);

·         სამედიცინო/ბიოლოგიური/ვეტერინარული ლაბორატორიებისა და დაწესებულე-ბების თანამშრომლებისთვის,

·         სამედიცინო დაწესებულების, სამედიცინო და ვეტერინარული ლაბორატორიის, სამეცნიერო/ბიოლოგიური პროფილის  მენეჯერული რგოლის თანამშრომ-თათვის

 

#

 

პროგრამის დასახელება

პროგრამის ხანგრძლივობა

პროგრამის ღირებულება  ერთ მსმენელზე (ლარში)

1.

ბიორისკების მართვა: ზოგადი ბიოუსაფრთხოება და ბიოლოგიური დაცვა ექიმებისათვის

5 დღე

450

2.

ბიოუსაფრთხოება და ბიოლოგიური დაცვა ლაბორატორიის სპეციალისტებისთვის

5 დღე

450

 

3

ბიოუსაფრთხოება და ბიოლოგიური დაცვა  მენეჯერებისათვის

3 დღე

450

 

 

 

 

 

 

 

სასწავლო კურსები მოიცავს ბიოუსაფრთხოების იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც ლაბორატორიის/დაწესებულების შიგნით პათოლოგიური აგენტების გავრცელების რისკების მართვისკენ არის მიმართული, მათ შორის,  კლინიკური მასალის აღება და მასზე მუშაობის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები, სისხლით და ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაცემად პათოგენებთან მუშაობა, პირადი დაცვის აღჭურვილობის მოხმარების წესი, ლაბორატორიაში წარმოქმნილი ბიოლოგიური ნარჩენების განკარგვა, დეზინფექცია, სტერილიზაცია, დეკონტამინაცია და სხვა.

 

სასწავლო კურსები მოქმედებს 2017 წლის ნოემბრის თვიდან.

 

ამ დროის განმავლობაში სასწავლო კურსი გაიარეს და შესაბამისი სერტიფიკატი მიიღეს ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტიტო კლინიკის, სამედიცინო ცენტრ „ციტო“, ლაბორატორია „სკინლაბის“, კომპანია „ვინ ბილ დან საქართველოს“, ლაბორატორიული ტექნიკის კომპანია „ეი-ბი-ემ-ის“ თანამშრომლებმა.


 

სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიური დაცვის სასწავლო კურსებს  ინგლისურ და რუსულენ ენებზე უცხოენოვანი აუდიტორიისთვის.

2017 წლის ნოემბერში ცენტრმა უმასპინძლა მიანმარის ტუბერკულოზის ეროვნული ლაბორატორიის სპეციალისტებს, რომლებმაც გაიარეს ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიური დაცვის კურსი და მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატი. 

       

მორიგი სწავლება გაიმართება 2018 წლის 4 ივნისს.

 

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირით:

ელ. ფოსტაზეncdc@ncdc.gek.zaridze@ncdc.gen.modebadze@ncdc.ge

ტელ:   577 13 14 16;  599 18 33 86